Saturday, March 19, 2011

კურორტები და ტურიზმი

1.პროექტის სახელწოდება:  კურორტები და ტურიზმი.
2.პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი როლი აქვს ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი ერთ–ერთი მაღალშემოსავლიანი სფეროა.
3.პროექტის აქტუალობა:  მსოფლიოში ცნობილი საკურორტო – რეკრეაციული და ტურისტულ– რეკრეაციული რესურსებიდან უმრავლესობა საქართველოშიცაა. საქართველოს მცირე ტერიტორია უკავია , მაგრამ აღნიშნული რესურსებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს და უნიკალურ ქვეყნად ითვლება. საქართველოში გვხვდება: მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კონტრასტებით მდიდარი ბუნება, შავიზღვისპირა სანაპირო ზოლი, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობები, სამკურნალო და მინერალური წყლები, მარადი თოვლითა და მყინვარებით დაფარული მთები, ბოტანიკური ბაღები და სხვ. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბუნების, კულტურულ– ისტორიული ძეგლების და ღირსშესანიშნაობათა მუზეუმად. საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს მაღალგანვითარებული ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის ქვეყანა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებას, იგი მაღალშემოსავლიანი დარგია. საქართველოს სრული შესაძლებლობა აქვს გახდეს ტურისტებისათვის საინტერესო.
4.პროექტის მიზნები: ბავშვები გაეცნობიან საქართველოს კურორტებს, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, ბუნებრივ ლანდშაფტებს, გაიგებენ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმის განვითარებას.
5.მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მნიშვნელოვანი ინფორმაციული წყაროების შექმნა  საქართველოს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი ადგილებით დაინტერესებულ პირთათვის. ფოტოალბომი, გამოფენა, ვიდეო მასალა, ემბლემა, სლოგანი, სლაიდშოუ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ–ის ინფორმაციული რესურსები,  ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, ფორმატის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები,ავტობუსი.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ჩამოვაყალიბე მოსწავლეთა გუნდები,გავანაწილეთ დავალებები, მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით. მოძიებული მასალის ანალიზი, ექსკურსიის მოწყობა, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა, ფოტო გამოფენის მოწყობა,ბუკლეტების შექმნა, ელექტრონული ჟუნალის შექმნა, ინტერვიუს აღების უნარ– ჩვევის გამომუშავება, ემბლემის, სლოგანის, სარეკლამო რგოლის განთავსება, ფოტო ალბომის შექმნა ბლოგის შექმნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია. აანალიზებს საქართველოში ეკონომიკის სტრატეგიული დარგების განვითარების პერსპექტივებს. მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის კურორტებისა და ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელ რესურსებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია ტიტვინიძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiatitvinidze5@.gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maiatitvinidze5blogspot.com

1 comment:

  1. მაი გისურვებ წარმატებებს და მადლობა შეხსენებისთვის შეხვედრამდე

    ReplyDelete